საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე გერმანიის გრან პრიზე გამოსვლა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130_ ოქროს მედლები მოიპოვეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. გერმანიის გრან-პრის გამარჯვებულები არიან.
წურწუმიამ ფინალში გერმანელი ფაბიან შმიტი 10-3 დაამარცხა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამაც, წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალში ლიტველ მანტას კნისტაუდასს 2-1 მოუგო.
ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს, ქავჟარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ნორვეგიელი მორტენ ტორესენი აშკარა უპირატესობით 9-0 ხოლო მელიამ ბელარუს დავიდ ჰამზატობს 8-7 სძლია.