ბერძენიშვილი ვოლსკის: ნუ გვეჭიმები ერთი, ნურც წესიერებაში, ნურც სითამამეში, შე ვირუსით დამფრთხალო

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის პასუხობს.

“იმედი” თურმე რესპების გაშავებითაა ახლა დაკავებული. უმუშავიათ ბევრი. ეს საზიზღარი ძმები, პარტიის განცხადებები, პრუსტიც კი ახსენა გორგილაძემო….
ხო გეუბნებით, “რესპუბლიკა ეტერნა”.
რაო, ბიძინა( ლაშა, შალვა და სხვა), ინტელექტუალურად გიჭირთ, ხო?
უკრაინაზე ჩვენმა განცხადებამ გაგაცოფათ და ვალერი გელაშვილის ცემაზე იგივე პოზიციაზე რომ ვართ ამან უფრო, ხო?
ბიძინა, 2005-2006 წლებში, გელაშვილის ცემის და მერე პარლამენტიდან გაგდებისას შენი ვოლსკი მიშას მინისტრის მოადგილე იყო, ახლა შენია( მისი მინისტრიანა). შენ თითონ მიშასი იყავი, შენი კალაძეც და მთელი ქართუ, ახლა რომ მთავრობაში გყავს…
ხმა არ ამოგიღია გელაშვილზე თავდასხმაზე. იქნებ, მოიწონე კიდეც.
ნუ გვეჭიმები ერთი, ნურც წესიერებაში და ნურც კვალიფიკაციაში, ნურც სითამამეში….შე ვირუსით დამფრთხალო”, – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ში.
შეგახსენებთ გია ვოლსკიმ იქამდე სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და დაწერა:
“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ დროს ვალერი გელაშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო, დეპუტატი, რომელიც 2005 წელს „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, სწორედ ამ პარტიის სიის პირველ სამეულში იყო!
მაშინ გელაშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა! ეს იყო სიმართლე, რომელიც ჩვენც კარგად ვიცოდით და საზოგადოებამაც…
ამ ფონზე, დღეს, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის სათანადო სტანდარტი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი, რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს იმის აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა?!
როგორ დავიჯერო, რომ დღეს, უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. გაერთიანების წევრები ასე უიმედოდ ხართ დავალებული სააკაშვილისგან, ან რა კომპრომატები აქვს ამისთანა, რომ არათუ არ ახსენებთ დანაშაულს, არამედ ცაში აგყავთ მისი სიქველე და დამსახურებები?!” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
იქამდე “რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პარტიამაც.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად