ბერძენიშვილი: თუ პრეზიდენტთან მუშაობა ლაშა ჟვანიასთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რაღა უნდა ვთქვა?!

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ვერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“თუ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ ყოფილიყო უფროსი რაღა უნდა ვთქვა?! ლაშა ჟვანია ისეთი კაცია, თვინიერი და ა. შ.

რაც შეეხება სასახლეს, არ მინდა ის ვთქვა, რაც ენაზე მომადგა, რომ რა ტვინი წაიღეს. რამდენ ხანს გვითვალა ივანიშვილმა რა ღირს ეს სასახლე. მეორეა ის, რომ 2 სასახლე გვაქვს. ერთი, სადაც მუშაობს სალომე და მეორე სადაც შეხვედრებს მართავს. მიმდინარეობს ხელისუფლების რღვევის პროცესი, 8 თვის წინ დანიშნული მინისტრი ქობულია. 3 თუ 4 თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 1 მასიდან ის თანამდებობას ტოვებს და მუშაობას საქართველოს საპატრიარქოში განაგრძობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...