ბერძენიშვილი: თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა, კობახიძემ კიდევ 40 მაჟორიტარითაც შეიძლებაო

თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა, კობახიძე კიდე, 40 მაჟორიტარითაც შეიძლებაო, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი Facebook-ში საარჩევნო მოდელზე და დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებთან დაკავშირებით წერს.

“საკუთარ მინდორზე და პირობებით ყოველდღიური შეხვედრების რეჟიმში გადაიყვანეს დიპლომატებმა ხელისუფლება/ოპოზიცია.

თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა, კობახიძე კიდე, 40 მაჟორიტარითაც შეიძლებაო, 40 %- ზე მეტი უნდა ჰქონდეს ხელისუფლობის პრეტენზიის მქონე პარტიას, აბა რაო, ვეთანხმებით ოპოზიციასო. ზუსტად ასე საუბრობენ…თვით წულეისკირის ქალიც კი სულ კომპრომისს გაიძახის უკვე…

დასავლური შოლტი როგორ უხდება ამ ხავსმოდებულ ხელისუფლებას…თან დილა/ საღამოს ოპოზიციასთან ერთად ჭამა/სმის იძულებით”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად