ბერძენიშვილი: საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოში ოკუპაციის პროტესტისთვის პატრიოტებს დღესაც ასამართლებენ

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს ახალი ოკუპაციის პროტესტისთვის პატრიოტებს ასამართლებს არსით საბჭოთა ხელისუფლება, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს ახალი ოკუპაციის გაპროტესტებისთვის არსით საბჭოთა ხელისუფლება პატრიოტებს ასამართლებს ფსევდოსასამართლოში.

სოლიდარობა 20 ივნისის ყველა პოლიტპატიმარს განურჩევლად არჩეული ტაქტიკისა. განსაკუთრებულ მხნეობას ვუსურვებ პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილების მიმღებ ბესიკ თამლიანს”, – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად