ბერძენიშვილი: სააკაშვილს ფსევდო ქუჩის ბიჭები არც 2004 წლის არჩევნებში დასჭირვებია და არც 2006 წელს

“მიხეილ სააკაშვილს ფსევდო ქუჩის ბიჭები არც 2004 წლის არჩევნებში დასჭირვებია და არც 2016 წლის არჩევნებში”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“ყველა ხელისუფლება, რომელიც თავიდან მოდის მართლა არჩევნებით და არის პოპულარული, არ სჭირდება უბნის ფსევდო ძველი ბიჭები, რომლებიც პოლიციელების კონტროლით მოქმედებენ. არ ჭირდებათ სანამ არ უჭირს, არ დაჭირვებია ეს არც მიხეილ სააკაშვილს (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) 2004 წლის არჩევნებში, 2006 წლის თვითმართველობის არჩევნებში, თუმცა რომ გაუჭირდა სააკაშვილმა გააგრძელა ის რაც შევარდნაძის (ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) დროს იყო, ამიტომ მთლად პირველ აღმომჩენიც არ არის, გამოყენების.

თუმცა, მისმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დახვეწა შიშის სინდრომზე აგებული ადამიანების და ბოლო ბოლო რაც მეტი პატიმარი გყავს მეტი ხმა გაქვს. ეს მოიფიქრეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ არ შეიძლება მუდამ წარსულის ტყვეობაში ყოფნა.

პოლიტიკოსისთვის სისუსტის მახასიათებელია პერსონალური და პარტიული კომპლექსი. არავის მიმართ არასოდეს არ მქონია კომპლექსი პოლიტიკაში. ყოველთვის იძებნებოდა ის პოლიტიკური ძალა რომელიც იყო უფრო პოპულარული, ვიდრე რესპუბლიკური პარტია. „ – განაცხადა ბერძენიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...