ბერძენიშვილი: სააკაშვილმა ბოკერიას მკვახედ უპასუხა, მერე რიტორიკა შეარბილა და ბოლოს შაქარი და ტკბილი კაცი გახდა

„ასე პირდაპირ არ ვიტყოდი, მაგრამ საჯაროდ მოვუწოდე ორივე პარტიას, რომ კამათი იყოს და არა ერთმანეთის შეურაცხყოფა“, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იმაზე, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთის მიმართ მწვავე კრიტიკა ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა ხომ არ არის.

„მით უმეტეს მაშინ, როდესაც გიგა ბოკერია პერსონალურად უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილს, სააკაშვილი მყისიერად მკვახე პასუხს იძლევა, მერე შეარბილეს და ბოლოს შაქარი და ტკბილი კაცი ხდება. სააკაშვილმა ამ ბოლო დროს სამი განცხადება გააკეთა. პირველი იყო მკვეთრი, მეორე საშუალო და მესამე საუკეთესო, ან ინტეგრაციისკენ მიმართული. ვვარაუდობ, რომ ეს არის ამ ორი ადამიანის სიმკვეთრე ერთმანეთთან მიმართებაში, ალბათ ორივე ფიქრობს, რომ რაც უფრო წარმოაჩენენ ერთმანეთს, ეს მათი ელექტორატისთვის სასარგებლო იქნება. ანუ შიდა გადანაწილებისთვის იბრძვიან.

რაც შეეხება ამ ორი ადამიანის გარდა ყველა თავშეკავებულია. გუშინ ვიყავი დებატებში „მთავარზე“ და ყველა ძალიან ფრთხილი იყო. მგონია, რომ ერთი მხრივ დაიხვეწება „ევროპული საქართველოს“ მიდგომები, რომ განსხვავება წარმოაჩინოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მეორე მხრივ კი სულ უფრო და უფრო ძლიერდება საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პარტიის პოზიციების სიმყარე და ცდილობენ, რომ საკუთარი ლიდერის მხარდაჭერაც, რომელიც ჩემი ვარაუდით 300 000-მდეა, ესეც შეინარჩუნონ და ამასთანავე არ შეუშალოს სააკაშვილმა არ შეუშალოს ხელი „არანაცური“ წარმომავლობის პარტიებთან და ამომრჩეველთან თანამშრომლობას.არ ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება ძალიან ღრმად, თუმცა იქნება რაღაცა პატარ-პატარა კრიზისი, რომელიც დაძლევადია”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად