ბერძენიშვილი: რამდენი კაცით შევა “ოცნება” პარლამენტში, ბოლო რიგიდან დავითვლით

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის საარჩვენო პროგნოზებს პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "პელეს პროგნოზებს" ადარებს. როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა, პელე დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი პროგნოზები არასწორი იყო.

"ბიძინა ივანიშვილის პროგნოზებს რომ არ ეწყინოს პელეს პროგნოზებს შევადარებდი, იმიტომ რომ პელე ნამდვილად იყო დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ფეხბურთში ყველა მისი პროგნოზი არასწორი იყო. ბიძინა ივანიშვილსი პროგნოზებს შეამოწმებს არევნები, რამდენი კაცით იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში ბოლოს როცა ვიქნებით უაკანა რიგიდან დავთვლით ჩვენს წინ რამდენი იქნებიან და მოგახსენებთ," – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად