ბერძენიშვილი: ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი უშინაარსოა

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ იქ, სადაც საკამათოდ არის საქმე, თორემ ამაზე არავინ არ კამათობს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას ითვალისწინებს.

ბერძენიშვილის თქმით, მისი ფრაქციის დიდი ნაწილი აღნიშნულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. 

„რესპუბლიკელებს მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ არსებული ჩანაწერები სამოქალაქო კოდექსში სრულიად საკმარისია ამ საკითხის დასარეგულირებლად. ჩვენი ფრაქციის დიდი ნაწილი მხარდამჭერებს შორის არ იქნება, მაგრამ ჩვენს ფრაქციაში არის ხალხი ვინც მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...