ბერძენიშვილი პროპორციულ სისტემაზე: არ ჩააგდებენ! ამ შემთხვევაში ბიძინა მეტს დაკარგავს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ ჩააგდებენ, რადგან ამით ბიძინა ივანიშვილი მეტს დაკარგავს.

“ჩაგდების შემთხვევაში ბიძინა მეტს დაკარგავს, ვიდრე გასვლის შემთხვევაში, ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც, მის პარტიაშიც. არ ჩააგდებენ!” – წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ამ საკითხზე ოპოზიციის კანონპროექტი გუშინ ჩავარდა. ამ თემაზე რამდენიმე მაჟორიტარმა თქვა, რომ ხმას არც უმრავლესობის კანონპროექტს დაუჭერენ. მაგალითად, ასეთი პოზიცია კახა ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერეს. დღეს უკვე მეორედ გადაიდო კენჭისყრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად