ბერძენიშვილი: პასუხისმგებელია, არამარტო ხელისუფლება, არამედ ამ პრობლემის შემქმნელი პატრიარქი

ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

“მაინც და მაინც სასულიერო პირები უნდა დაიხოცონ, რომ მიხვდეს ჩვენი საზოგადოება რომ ვითარება არის ძალიან მძიმე. ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე ამ ქვეყნად მთელ მსოფლიოში კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ეს არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფალთა და საზოგადოების და სხვადასხვა კონფესიის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილება, ეს არის ყველა მართლმადიდებელის გადაწყვეტილება, მათ შორის მსოფლიო პატრიარქის, რომელიც მარტო სტატუსით კი არ არის მაღლა ვიდრე საქართველოს პატრიარქი, არამედ მისი თეოლოგიური ცოდნით, პრინციპულობით და ა.შ.  ის ეუბნება ხალხს პირდაპირ, რომ მე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები არიან ადეკვატურები.

რაც შეეხება ხელისუფლების და ეკლესიის ურთიერთობას, 30 წელია შეზრდილია ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთში, სულ ერთია რომელი ხელისუფლებაა, ეკლესია ცდილობს, რომ იყოს მომავალ ხელისუფლებასთან შეზრდილი და როგორც კი კრიტიკული ვითარება იქნება იქ ხელისუფლებას საკუთარი ძალა აჩვენოს ცოცხალი ადამიანების ხარჯზე. ხელისუფლება რომ არის სუსტი ეს ფაქტია და ეს ცუდია, ეს სახიფათოცაა. პოსტსაბჭოთა საქართველოს ორი მმართველი ჰყავს ხელისუფლება და საპატრიარქო. რამდენიმე ოპოზიციური პარტია და სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელებიდან წარმომადგენლები ვლაპარაკობდით ადრე, ყველა ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება არის სუსტი ეს სულაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. ხელისუფლება მსხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში. ჩვენ მივიღებთ საპატრიარქოს კლასტერბს, როგორ შეიძლება ადამიანების მანიპულირება. პასუხისმგებელია, არამარტო ხელისუფლება, პასუხისმგებელია ამ პრობლემის შემქმნელი საქართველოს პატრიარქი.

ამასთან მე მინდა ვთქვა, მხოლოდ ეკლესიაში არაა პრობლემა. პრობლემაა ის, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პარტიები მთლიანად და თუ პარტიებს არ აქვთ თავი, მაშინ ცალკეულმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება უნდა გავაკეთოთ, რომ საფრთხეს გვიქმნის საპატრიარქო”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად