ბერძენიშვილი: “ოცნების” მომხრეებო, გული მწყდება, რომ ოდესღაც მიყვარდით, ეს ბავშვები ციხიდან გამოვლენ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?!

ასე ეხმიანება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 12 პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

“ქართული ოცნების მომხრეებო, აბსოლუტურად ყველაზე ჩამომიყალიბდა ერთი აზრი, ჩემი ყოფილი სტუდენტებიდან დაწყებული ყოფილი მასწავლებლებით დამთავრებული. მრცხვენია თქვენს მაგივრად. გული მწყდება, რომ ოდესღაც მიყვარდით. ეს ბავშვები ციხიდან გამოვლენ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ?!”, –  წერს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარა, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ბექა ბასილაიას და ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, კაჭარავას და მჟავანაძეს 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

კიდევ 18 დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად