ბერძენიშვილი: “ოცნებას” თუ უნდა, ტრამპმა მიატოვოს კედლებზე ფიქრი და ბიძინაზე დაფიქრდეს, მაგასაც მიაღწევენ

” კონგრესმენებს რომ აიგდებენ სადღაც, რომელიმე პატარა ქვეყანაში, ისინი ძალიან ღიზიანდებიან”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა ამერიკელი კონგრესმენების გზავნილებსა და საქართველოს ხელისუფლების რეაქციებზე საუბრისას “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

“კონგრესი არ ეყო, წამოვიდა სენატი; არც სენატი არ გაჭრის როგორც მე ვატყობ, იმის მიხედვით როგორი არის რეაქცია. ამის მერე იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება.

შემდეგ იქნება სახელმწიფო მდივნის განცხადება. ამათ თუ უნდათ, რომ ტრამპმა მიატოვოს კედლებზე ფიქრი და ბიძინაზე დაფიქრდეს, მაგასაც მიაღწევენ.

იმის დამტკიცებას ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკას ვუყვარვართ სინამდვილეში და 4 კონგრესმენი უშლის ხელს, ამას ამერიკა არ დაამტკიცებინებს.

სადაც ისინი ძალიან კოლეგიალურები არიან ეს არის რომ მათ კონგრესმენებს რომ აიგდებენ სადღაც, რომელიმე პატარა ქვეყანაში, ისინი ძალიან ღიზიანდებიან“,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად