ბერძენიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე: პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება

“შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, თურმე მაინც ფიქრობს განცხადების გაკეთებას. იმიტომ, რომ არ გააკეთოს სჯობია, იმიტომ, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით ისეთები აქვს ნათქვამი, ეს ქვეყნისთვის სახიფათოა” , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

ბერძენიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეცვალონ.

“რაც შეეხება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ რაც უფრო მაამებლური იქნებიან რუსეთის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება წნეხი რუსეთის მხრიდან. ყოველი მცდელობა, დაუმტკიცონ ვეზირობა, იქნება სუზერენისმხრიდან უფრო მკაცრად ნაპასუხები და დასჯილი, პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება, პირიქით, გაღრმავდება რუსეთთან მაამებლობით. ის მორჩება მხოლოდ  და მხოლოდ, საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნატო-ში და ნატო უნდა იყოს საქართველოში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა და მავთულხლართებს ისევ აბამენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად