ბერძენიშვილი: მთავარი მაჟორიტარის ტიტული კახაბერ დმანისელმა შეუპოვარ დიმიტრი მცხეთელს გადაულოცა

“შევარდნაძის დროიდან მოყოლებული მთავარი მაჟორიტარის ტიტული ესტაფეტაში გადაღლილმა კახაბერ დმანისელმა შეუპოვარ დიმიტრი მცხეთელს გადაულოცა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“შევარდნაძის დროიდან მოყოლებული მთავარი მაჟორიტარის ტიტული ესტაფეტაში გადაღლილმა კახაბერ დმანისელმა შეუპოვარ დიმიტრი მცხეთელს გადაულოცა. ბიძინა ჭორვილელმა მიაღწია ისტორიულ კომპრომისს საკუთარ პარტიაში- არც მხოლოდ მაჟორიტარული, არც მხოლოდ პროპორციული…არც ახლა და არც 2024- ში.
მართალია, 3/4 კონსტიტუციის შესაცვლელად არც ახლა აქვს და არც გაისად ემუქრება, მაგრამ ეს ხომ უმნიშვნელო დეტალია. სენატორობას მოწყურებული ცრუ დიმიტრი მცხეთელი კი ყალბი მაჟორიტარია( ცეზარ ჩოჩელმა კი მოუგო მცხეთა 2016- ში, მაგრამ ამის გახსენება რა ინტრიგანობაა).

აბა დამისახელეთ, რომელი რაიონის სახალხო თეატრი კი არა, რომელი სკოლის დრამწრე იკადრებდა ასეთ ფსევდოსპექტაკლს?” – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად