ბერძენიშვილი მშვილდაძეს: სანამ გვარამია არხს გაგვიხსნის, ასე მოგაწვდით ხმას

“მიშა მშვილდაძეს გახარია გაუფრთხილებია წუხელ, მეორე ტურში თუ არ დაუჭერ მხარს მელიას, იგივე დაგემართება, რაც რესპებსო, ალასანიას რომ ბიძინა უტევდა, რომ გაჩუმდნენო. არადა პირიქითაა მიშა, დავუპირისპირდით ძალიან მწვავედ”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტელეწამყვან მიშა მშვილდაძის განცხადებას პასუხობს:

“მიშა მშვილდაძეს გახარია გაუფრთხილებია წუხელ, მეორე ტურში თუ არ დაუჭერ მხარს მელიას, იგივე დაგემართება, რაც რესპებსო, ალასანიას რომ ბიძინა უტევდა, რომ გაჩუმდნენო.

არცოდნა არცოდვააო.

პირიქით, მიშა. ბიძინას დავუპირისპირდით ძალიან მწარედ მე და ხათუნა – პარტიის ორი ხელმძღვანელი საჯაროდაც სულ ჩვენი მთავარი პარტნიორი ვეძახეთ ერთმანეთს.
რამდენიმე დღის შემდეგ კი, 2014 წ. 8 ნოემბერს თავდემების ყრილობაზე კი პარტიის სამივე ხელმძღვანელი ირაკლის გვერდით ვისხედით დემონსტრაციულად, დათო უსუფაშვილი კი პარტიის სახელით მიესალმა ყრილობას.

გადახედე არქივს, ან/და ბუკას [ალექსი პეტრიაშვილი], ნინოს [ნინო გოგუაძე] დაელაპარაკე.
შეცდომა ადამიანურია. შეცდომაში გაჯიუტებას კი არ ველი. ისე, გახარიასთვის მაგალითები თუ გინდა, უფრო რელევანტური 2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გახსენება უფრო იქნებოდა, რესპებმა რომ მომენტალურად დავუჭირეთ მხარი ენმ-ს კანდიდატს, ყველა სხვა “შუაშისტი” კი ან სალომესკენ იყო ნაცების წინააღმდეგ( ზეწოლა იყოო, მოგვიანებით თქვეს), ან არც ერთს არ მივცემთ ხმასო..კაია, ახლა რომ რესპების( ანუ, სწორ) პოზიციაზე დგანან.

“მთავარის” უფროსი [ნიკა გვარამია] ჩემზე გაბუტულია (ედისონი რომ იფსოსს ვამჯობინე, ამიტომ) და ჭაჭანება არაა რესპების მაგ არხზე მთელი თვეა. სანამ გადაუვლის და არხს გაგვიხსნის ხათუნას და მე, მანამდე ასე მოგაწვდენ ხმას, მიშა”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...