ბერძენიშვილი:მოვედი და სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც ფილმის ნახვა უნდა!

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კინოთეატრ “ამირანთან” მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა იმ ხალხს, ვისაც ფილმის პრემიერაზე დასწრება სურს. მისი თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანფდრო ბრეგაძე რუსეთის შეკვეთის შემსრულებელია.

“სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც ფილმის ყურება უნდა. აქ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, ინდივიდუალურად მოდით თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, დავილაპარაკოთ მეთქი, მაშინ კურდღლები არიან.  არსებითია ის, რომ ესა ხელოვნებაა.

ადამიანებს აქვთ უფლება, ნახონ ფილმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოწონებულია, ეს ხალხი, რომლებსაც კომუნისტების მანდატები ჰქონდათ, ახლა გახდნენ მორწმუნეები.

სანდრო ბრეგაძე ყველა ხელისუფლების შეკვეთას არსულებდა, ის რუსეთის შეკვეთის შემსრულებელი ადამიანია”,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარედ დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველებმა ადგილზე 2 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან
კანონის მოთხოვნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად