ბერძენიშვილი: ლევან ვასაძის არაადეკვატური განცხადებები, არ უნდა გახდეს ქვეყნის პრობლემა

“ეს არის არაადეკვატური კაცის განცხადებები”,-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ვასაძე აცხადებს რომ შევალ კინოდარბაზში და გამოვრთავ აპარატს, ეს არის ,ერთის მხრივ, მუქარა ჩაშლის და ამაზე მან პასუხი უნდა აგოს. ეს არის არაადეკვატური კაცის განცხადებები. ეს არაადეკვატურობა მისი ახლობლების პრობლემაა, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ქვეყნის პრობლემა”,-ამბობს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ “ამირანთან” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად