ბერძენიშვილი კონგრესმენების ანგარიშზე: ივანიშვილი ამერიკის, დემოკრატიის მტრებში შეიყვანეს

პირდაპირ შეიყვანეს ივანიშვილი ამერიკის მტრებში, დემოკრატიის მტრებში, მედვედჩუკთან ერთად. პუტინთან მოკავშირეობაში ამხილეს”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, “ფორმულასთან” განაცხადა.

“30 წლის განმავლობაში მსგავსი, მიახლოებულიც არასდროს არაფერი ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც შევარდნაძეს ჰქონდა პერიოდი რუსებთან დათბობის. პირდაპირ შეიყვანეს ივანიშვილი ამერიკის მტრებში, დემოკრატიის მტრებში, მედვედჩუკთან ერთად. პუტინთან მოკავშირეობაში ამხილეს. ამიტომ ამ ვითარებაში გახარია აქეთ რომ გვეუბნება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, რომ თქვენ არ გესმით რატომ იყოო პროკურორთან ამერიკის ელჩი, ახლა ალბათ ხვდება რატომ იყო. გავსკვანჩავთო ივანიშვილსო ეუბნებიან ხელისუფლებას”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად