ბერძენიშვილი ხვიჩიას: არ გეჩხუბები, მე არ მაქვს მიზანი და თქვენ გაქვთ?! (ვიდეო)

“თუ ეს არის “გირჩის” ტაქტიკა და ეს არის თქვენი სიმართლე, მაშინ ეს არის ტყუილი და რას გვეთანამშრომლებით?”- ასე მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, პარტია “გირჩის” ერთ-ერთ წევრს, იაგო ხვიჩიას TV პირველის ეთერში.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, მისთვის ხელისუფლების წისქვილზე წყლისდამსხმელი განცხადებები მიუღებელია:

დავით ბერძენიშვილი ? იაგო ხვიჩია

? "თუ ეს არის "გირჩის" ტაქტიკა და ეს არის თქვენი სიმართლე, მაშინ ეს არის ტყუილი და რას გვეთანამშრომლებით?" – დაპირისპირება პირდაპირ ეთერშიდავით ბერძენიშვილი ? იაგო ხვიჩია

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 16 თებერვალი, 2020

” ამ სიჯიუტემ დამაფიქრა. ნუთუ ვერ ხვდებით, ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციონერად შემოყვანა, ამ სივრცეში როდესაც მისი პარტია… რამდენი ხანია მიშასაც არ უთქვამს. ამასაც თავი დავანებოთ, ჩემზე მეტი კრიტიკოსი მას არ ჰყოლია, მარცხის ფორმულაა-მეთქი, როდესაც მეორე ტურის შემდეგ დაიწყო საუბარი. არ არის სწორი ფაქტების დამახინჯებაა. რა რევოლუციურ სცენარზეა საუბარი?! სად მიდის რევოლუციაზე საუბარი?! თუ ვერ მიიღეთ პასუხი, არ ნიშნავს რომ პასუხები არ არსებობს. დაწერეთ რა გნებავთ…

მე არ მინდა ხელისუფლების წისქვილზე წყლის დამსხმელი ტექსტები რევოლუციასთან დაკავშირეიბთ, რომ სუსტი ვართ, არაფერი არ ვიცით, მადლობას გეტყყვის ხელისუფლება, რა! თუ ეს არის “გირჩის” ტაქტიკა და ეს არის თქვენი სიმართლე, მაშინ ეს არის ტყუილი და რას გვეთანამშრომლებით თუ მაგ ტყუილით უნდა გველაპარაკო”,-მიმართა ბერძენიშვილმა იაგო ხვიჩიას.

შეგახსენებთ, პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა “ბიძინა ივანიშვილი დგას ოპოზიციის სისუსტეზე”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად