ბერძენიშვილი: ხელისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით

” საარჩევნო წელია და ხელისუფლებას უჭირს”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, “ფორმულასთან” განაცახადა.

ბერძენიშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიების მიერ მათ გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონების შესაძლებლობას.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ლისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით:

” ხელისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით. მით უმეტეს, საარჩევნო წელია და ხელისუფლებას უჭირს. ძირითადად მეორე ნომრად მოთამაშე საპატრიარქომ კი იცის ხოლმე როგორ დაუჭიროს განსაკუთრებით შეჭირვებისას პირველ ნომრად მოთამაშე ხელისუფლეაბს და მოსთხოვოს ძალიან ბევრი. ახლა თვლის, რომ ამის მოთხოვნის საშუალება აქვს. ძალიან ცუდია, როცა ეს იქნება მიღებული, რადგან ესაა ტყისადმი არამარტო უდეირი დამოკიდებულება, არამედ ესაა ხარკი, რასაც მუდმივად იხდის ხელისუფლება”,-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად