ბერძენიშვილი ხაზარაძეზე: არ ვთვლი, რომ ის არჩევნებში პირველ, ან თუნდაც მეორე ადგილზე გავა

3-4 ადგილის ბრძოლის შესაძლებლობა ექნება”-ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროში, ეს არ არის პოლიტიკური წარმატების საწინდარი, ეს უბრალოდ არის შესაძლებლობა, ამიტომ მე არც ჰეროიკულად ვუყურებ მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში და არ ვთვლი, რომ ის არჩევნებში ან პირველ, ან თუნდაც მეორე ადგილზე გავა. არ ვარაუდობ ამას.

3-4 ადგილის ბრძოლის შესაძლებლობა ექნება. არც იმას თვლი რომ მამუკა ხაზარაძე გინდ ყოფილა გინდ არა. ეს ასე არ არის. ის მნიშვნელოვანი სუბიექტი იქნება და მას აქვს ყველა შესაძლებლობა ომავალ პარლამენტში მის პოზიციაზე მნიშვნელოვანწილად იყოს დამოკიდებული რა ტიპის კოალიცია შეიქმენა ქვეყანაში”,-განაცხადა დავით ბერძნიშვილმა.

ცნობისთვის, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო” ერქმევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად