ბერძენიშვილი: ხაზარაძე ვერც პირველი იქნება და ვერც მეორე, მას მე-3 მე-4 ადგილზე გასვლის შანსი აქვს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბანკირი მამუკა ხაზარაძეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მე-3 ან მე-4 ადგილზე მოხვდება.

მისი თქმით, ხაზარაძის პარტია “ლელო” მესამე და მეოთხე ადგილზე აღმოჩდება.

“მე ვფიქრობ, რომ ხაზარაძე ვერც პირველი იქნება და ვერც მეორე, მაგრამ ის არც მეათე არც მერვე და არც მეშვიდე. მას აქვს რეალური მე-3 მე-4 ადგილზე გასვლის შანსი”. – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მთავარ არხთან” განაცხადა.

შეგახსენებთ, TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” დააფუძნა და 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღბას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად