ბერძენიშვილი: ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას შევახსენებ, სადაც ნათქვამია, რომ თბილისში მოქალაქე არის გატაცებული. თუ ჯეჯელავამ ჯერ არ ჩახედა ამ საკითხს… მე ერთი რამე მინდა გითხრათ, მთავრობის პოზიციას რახან აჟღერებს ეს კარიკატურული ფიგურა, ჯეჯელავა, ამიტომ მინდა ორი სიტყვა გითხრათ, რას აკეთებს სინამდვილეში ჯეჯელავა", – ამის შესახებ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.

"ჯეჯელავა არ ცდილობს საქმე მოაგვაროს, ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფეიერვერკი მოგვიწოს და თავისი გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი. 

ის ამბობს ასეთ რამეს, კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდა. მე მაგალითად პასპორტი სახლში მაქვსო, ამით რას ამბობს, რომ თვითონ კანონის დარღვევას აპირებს თუ… მე ვფიქრობ, რომ მას პასპორტი, იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. ამით, უნდა ვიღაცას ასიამოვნოს. ეს ვიღაცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ", – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...