ბერძენიშვილი: ივანიშვილთან შედარებით სააკაშვილიც და შევარდნაძეც უფრო სოლიდურები იყვნენ

„როგორც ჩანს, ივანიშვილი აპირებს სანამ ცოცხალია, იყოს საქართველოში და იყოს ხელისუფალი“, – ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაამძაფრებს მისი სპეციფიკური აღქმები და ფსიქიკური დამოკიდებულება. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლების ბოლოს ყველა ხელისუფლება წინა ხელისუფლებების შეცდომებს იმეორებენ.

„მე ვხედავ მაკო გომურისა და სხვა დაზარალებულების საქმეში ბიძინას ლოგიკას – მტერი დაზარალებული არ არის, მტერი გასანადგურებელია. ბიძინასთვის ყველა მტერია ვინც მას არ ემორჩილება და მისი ქვეშევრდომი არ არის“, – ამბობს ბერძენიშვილი.

კითხვაზე, – ოპოზიცია სააკაშვილზეც ამას იძახდით, რომ ისიც ამას იძახდა ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერიაო და ივანიშვილიც ამ გზას აგრძელებს? – დავით ბერძენიშვილი პასუხობს:

„ნახელისუფლარი ხალხი ბევრი თვალსაზრისით ემსგავსება ერთმანეთს. მოქმედი ხელისუფალი, მისი ხელისუფლების მიწურულს იმეორებს ხოლმე წინა ხელისუფლების მოქმედებების შეცდომებს. ამ რიგში ყველაზე სუსტი რგოლი რა თქმა უნდა ივანიშვილია. ამ რიგში შევარდნაძეც იყო და სააკაშვილიც, მაგრამ მათ თავ-თავისი უფრო სოლიდურობა ჰქონდათ.

ამასთანავე ივანიშვილისთვის მისი სპეციფიკური აღქმები და მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ჩემი ვარაუდით კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ დამოკიდებულებას. ყურადღებით მივადევნებ თვალს, რეალურად რას მოიმოქმედებს წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მართლა აპირებს დიდი ფულის ჩადებას თუ არა. თუ ივანიშვილი აპირებს საქართველოთი დიდი ფულის კეთებას, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ცოცხალია იყოს ამ ქვეყანაში და იყოს ხელისუფალი. როგორც ჩანს ამას აპირებს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად