ბერძენიშვილი: ივანიშვილის ქმედებებში ლოგიკის დაჭერა ძნელია-სხვანაირად აზროვნებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ „ქართული ოცნების“ ახალ შეთავაზებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უკავშირდება.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბოლო არჩევნებში ხმათა 1%-ზე მეტი მაინც აქვს მიღებული, ამ შეთავაზებას არ დათანხმდება.

“ძალიან ძნელია ივანიშვილის ქმედებებში ლოგიკის დაჭერა, რადგან ის სხვანაირად აზროვნებს. მას მიაჩნია, რომ გიგი უგულავას დაჭერით, ნიკა მელიას დაპატიმრების მუქარით, სატელევიზიო არხების მეპატრონეების, მენეჯერების შანტაჟით. ხან ადვოკატია, ხან ბრალდებულია ნიაკ გვარამია, ერთდროულად რომ არის პროცესები, ვერ ასრულებს, მის ფუნქციას. ასეთ ვითარებაში, გვეუბნება, რომ „დაშინდით, თქვენი თავგანწირვა უშანსოა“. ეს თქვა, მან თავი გაყიდა. მას ყველაზე ძალიან არ უყვარს თავგანწირვა. მას ეშინია თავისუფლების დაკარგვის. მთელი ცხოვრება ეშინოდა, იდეაშიც კი ციხეში მოხვედრის საფრთხის.”-ამბობს ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად