ბერძენიშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება საფრთხის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციაა

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მთავარ არხტან” გადაცხადა.

“მე ყველაზე მეტად დღევანდელ ხელისუფლებას აღვიქვამ, როგორც ევროპის ქვეყნებში ულტრა რადიკალებს, რომლებიც 20%-ის მიდამოებში არიან სკანდინავიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, მაგრამ არცერთი პოლიტიკური ძალა არ ქმნის მასთან კოალიციას. ის პრინციპულად მიუღებელი ლიბერალური დემოკრატიის პარტიებისთვის.

დღევანდელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩემთვის არის ისეთივე პოლიტიკური საფრთხის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც იყო 1990 წელს კომუნისტური პარტია.

უვარგისობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, 94-95 წლების საქართველოს ხელისუფლება ალბათ ყველაზე პრორუსული იყო.  მერე დაიწყო შევარდნაძემ დასავლეთისკენ ნელა-ნელა მიტრიალება. მოკლედ კონკურენტუნარიანი, გვიან შევარდნაძეს და ბრეჟნევს მაგონებს.

თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში იყო სტაგნაცია, ახლა განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში და იმის შემდგომ პერიოდში, ამის მაგალითია 20 ივნისი, ის გახდა ანტიდემოკრატიული ძალა.

დღეს ქვეყნის სათავეში გვყავს ის ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგ ვინც არ იქნება, ის ჩემთვის არ არის პარტნიორობის მსურველი და შემძლე ორგანიზაცი” – , – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად