ბერძენიშვილი: იმედი მაქვს, მოვიქცევით როგორც ცივილიზებული მოქალაქეები და არა, როგორც პანიკას აყოლილი აგრესიული ბრბო

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, პანიკას არ მივეცემით და მოვიქცევით როგორც ცივილიზებული მოქალაქეები და არა, როგორც პანიკას აყოლილი აგრესიული ბრბო”-წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად