ბერძენიშვილი: გიორგი გახარია არის საცოდავი, უბადრუკი და მათხოვარი

ასე შეაფასა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან ერთად” საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცება. 

“გახარიას დანიშვნა არის პასუხი მოთხოვნაზე, გადააყენე! პასუხი არის – არა! არ გადავაყენებ! დავაწინაურებ!მას აქვს ოცნება, ეს ბავშვები, ეს ახალი მოვლენაც, რომელიც მან მითუმეტეს ვერ გაიაზრა, ყველაფერი ეს არის 9 წლიანი “ნაცების” მმართველობა. ამიტომ, გახარია დაამთავრებს “ნაცებს” და ყველაფერი დამთავრდება. “ნაცებთან” ერთად უნდა გააქროს საქართველოს მომავალი.

ფაქტობრივად ვერ ხვდება რას ამბობს. “ნაცები” თუ არის წარსული, ეს ბავშვები ხომ მომავალია, მაგრამ მას უნდა რომ წარსული და მომავალი ყველა ერთი იყოს. იმან(ბიძინა ივანიშვილი. პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) მთავარი ამბიცია დაუსახა, რომ მთავარი ოპოზიცია, რომელსაც თითქმის მილიონამდე მხარდამჭერის შეკრება შეუძლია(სხვა პარტიების დახმარებით) ის უნდა გაანადგუროს, რაც ნიშნავს იმას, რომ მცდელობა იქნება ლიდერების დაპატიმრების.

რაც შეეხება გახარიას. გახარიას ხატავენ როგორც ძალიან მაგარს, დაუშვათ არის ხალხი რომელიც “იმედს” უყურებს და დაიჯერა. მაგრამ ბიძინას ხომ არ ჯერა, გახარიას თვითონ ხომ არ ჯერა. არ შეიძლება რომ სჯეროდეს.

გახარია პარლამენტში გამოსვლა ძალიან ჰგავდა გლახის ნაამბობს, იმიტომ რომ მან თქვა – შეკითხვა არ იყოო, როცა ბავშვის სახელით ეკითხებიან, მე თვალი დამთხარეს, ის კაცი დასჯილი არაა. მისი პასუხი – ეს კითხვა არ ყოფილა, შეფასება იყო. გმადლობთ. აი ეს საცოდავი, ეს უბადრუკი, ეს ლაჩარი, ეს მათხოვარი, უნდა რომ მივიდეს და გაანადგუროს მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც უკვე გვერდით უდგას “დოიჩე ველე” და ა.შ.  ეს კაცი დავალებათა კაცია, აქ ბიძინას დავალებათა, იქ კრემლის დავალებათა” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...