ბერძენიშვილი: გარანტია არც საარჩევნო ნაწილში გვაქვს, რომ ივანიშვილი უჭკუოდ არ მოიქცევა

” არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამჟამადაც გაუვიდეს”-ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილზე:

” ვერევით ამ ვირუსს, მსოფლიო მოერევა. ხომ ვატყობთ უკვე, რომ ევროპაში და ჩვენს რეგიონში კლებისკენ წავიდა ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამჟამადაც გაუვიდეს, ისევე როგორც სხვა დროსაც არ გასვლია. სასურველია, რომ ორივე პუნქტი იყოს შესრულებული. ჩვენ გარანტია არც საარჩევნო ნაწილში გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ უღირსად და მდარედ და უჭკუოდ არ მოიქცევა და კვლავ შეცდომას არ დაუშვებს, და მით უმეტეს არც პოლიტპატიმრების ნაწილში.”-ამბობს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მოდელით ჩატარდება. ამგვარ შეთანხმებას მიაღწიეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მიმდინარე წლის 8 მარტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად