ბერძენიშვილი: გახარია არის 2 ბატონის, ივანიშვილის და ილია მეორეს მსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის ორი ბატონის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატული საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილის მსახურია – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

“ამით მან უთხრა საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც თავს არ მიაკუთვნებს მართლმადიდებლ კონფესიას, იქნება ეს სხვა აღმსარებლობის ხალხი თუ ათეისტები, რომ თქვენ არ ხართ პირველი რიგის მოქალაქეები ამ ქვეყანაში.
ხელისუფლება რომელიც არის ორი ბატონის მსახური, და გახარია პერსონალურადაც არის ივანიშვილის და ილია მეორის მსახური, ეს არის პრაქტიკულად ლეგალიზაცია იმ ვითარების რაც საქართველოშია მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდია და რაც დრო გადის უფრო და უფრო“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას განაცხადა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს, დარმუწნებული ვარ ვიპოვით ბალანსს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად