ბერძენიშვილი: ერთმა არასდროს უნდა გადაწყვიტოს, რადგან ერთი ყოველთვის სულელურად წყვეტს

“მე არ გამოვრიცხავ შეიძლება უნდოდეს მიხეილ სააკაშვილს მარტო იყოს ხელისუფლებაში, რატომაც არა. სურვილი კი არ არის დასჯადი” – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ერთპარტიულ მმართველობას.

“ლაპარაკი, რომ ჩვენ თუ არა მიშა მოვა, აღარ გაჭრის. ის პირობები უკვე უმნიშვნელოა – თქვენ უნდა წახვიდეთ, ამას ამბობს მსოფლიოც. ასეთი პოლიტიკა ვერ იქნება.

ჩვენ იქიდან კი არ უნდა ამოვიდეთ, ვინ რას ამბობს. მე არ გამოვრიცხავ შეიძლება უნდოდეს მიხეილ სააკაშვილს მარტო იყოს ხელისუფლებაში, რატომაც არა. სურვილი კი არ არის დასჯადი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება ერთპარტიული მმართველობა – იქნება მრავალპარტიული. ის, რაც ივანიშვილს უბედურება ჰგონია, რეალურად ბედნიერებაა.

საქართველოში, ძალიანაც მნიშვნელოვანია ერთმა კაცმა არ უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ ვნახეთ ერთი კაცი სულელურად წყვეტს”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად