ბერძენიშვილი დედაენის სკოლებში დაბრუნებაზე: ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ

“ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს”,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!”,-წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა. სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნებასთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...