ბერძენიშვილი: ანაკლიის პორტზე უსაფრთხოების ფაქტორები აშშ-თვისაც და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია

„ანაკლიის პორტზე მისი ასეთი ტექსტი მრავალასპექტიანია“, -ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ბუნებრივია მხოლოდ ეკონომიკური პროექტი არ არის, ეს არის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პროექტი.

„ეკონომიკა, გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. შავ ზღვაზე აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინას რაც შერჩა ვიცით, ან თურქეთში არ არის მსგავსი პირობების მქონე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესაძლებლობა. მით უმეტეს რუსეთის სამხედრო საზღვარზე რამდენიმე ასეულ მეტრში.

ამიტომ, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ფაქტორები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისთვის აშშ-თვის. ჩვენი უსაფრთხოება მეტწილად გადის აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების აქტიურობაზე ჩვენს რეგინში. სტაბილურობაც მნიშვნელოვანია ამ დიდი პროექტისთვის. კონკურენცია არის ამ შემთხვევაში ამერიკის მთავარ ეკონომიკურ გიგანტთან ჩინეთთან, ამიტომ ეს განცხადება სრულიად გასაგები იყო. ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან და ამასთანავე ჩენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყანა. ცხადია საქართველოში ამერიკა-ჩინეთის დაძაბულობის კერა არ შეიქმნება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი არ არის რატომ ახსენა პომპეომ ჩინეთი“, – გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ აუცილებლობას ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ასევე პომეპომ განაცხადა რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი მალე დასრულდება, რითაც გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...