ბერძენიშვილი: 2016 წლის ჩამოსხმის ივანიშვილი 2012 წლის ივანიშვილს ებრძვის

2016 წლის ჩამოსხმის ბიძინა ივანიშვილი, ანუ ახალი, ებრძვის ივანიშვილს 2012-2011 წლისას – ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გადაცემა "არჩევანში" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "რესპუბლიკურ პარტიაზე", რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით მათზე ნეგატიურად საუბრობდა. 

"მან მოიწვია "რესპუბლიკური პარტია" პირველ ნომერ პარტიად. ეს ბრალდებების ნაწილი სალაპარაკოც კი არ არის იმდენად არასწორია, მან როდესაც ბრძანა რომ სწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებო, მაშინვე იცოდა რომ არ არსებობდა ასეთი გამონათქვამი.

მან გიწოდა "განათლებით დამძიმებული თავები" – განათლებით დამძიმებული არ შეიძლება უარყოფით კონტექსტში იყოს მოხსენიებული, თავი უნდა იყოს მძიმე, თავი არ უნდა იყოს ფშუტე, ცარიელი", –

ის ადრე მშვიდად ლაპარაკობდა ჩვენზე ახლა კი გაწიწმატებულია როდესაც ახსენებს უსუფაშვილის გვარს, ეს გვარწმუნებს რომ არ ვართ 1 %-იანი პარტია, აგერ იქნება არჩევნები და 1%-ზე რამდენად მეტ ხმასაც მიიღებს ჩვენი პარტია, იმდენად დაბალი კვალიფიკაციის ექსპერტი აღმოჩნდება მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი", – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად