ბერძენაძე: ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. სასესხო პირამიდა, როცა მოქალაქე ვეღარ ჩერდება და სხვადასხვა სასესხო ვალდებულებას იმატებს

"ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. სასესხო პირამიდა, მდგომარეობა, როცა მოქალაქე სასესხო პირამიდაშია ჩართული, ვეღარ ჩერდება, სხვადასხვა სასესხო ვალდებულებას იმატებს და შესაბამისად, ბანკიდან სესხს ვეღარ იღებს", – ამის შესახებ „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, “ნანოკრედიტის” დირექტორმა, ირაკლი ბერძენაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, საბანკო სექტორის ახალი რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის არასაბანკო საფინანსო სექტორზე გადაბრალება არასწორია. 

„თუ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გადავხედავთ, რამ წარმოქმნა ჭარბვალიანობა, ვნახავთ, რომ ამის განმაპირობებელი არასაბანკო საფინანსო სექტორი არ არის. ჭარბვალიანობის სტიმულირება ბანკებმა დაიწყეს, ამის შემდეგ არასაბანკო საფინანსო სექტორში გადმოვიდნენ მომხმარებლები, რომლებსაც სესხი ჰქონდათ, მაგრამ დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდებოდათ, ან ბანკიდან სესხს ვერ იღებდნენ“, -განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად