ბერაია: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას

“თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას და აუცილებლობას”.

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს კი არა ერთი მაღალი დონის ვიზიტში და საქართველოსთვის გაწევრიანების დამატებითი პრაქტიკული ინსტრუმენტების მინიჭებაში ვლინდება.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს. ვმასპინძლობთ ნატოს სწავლებებს და სამხედრო წვრთნებს. უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. აქტიურად ვართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში. სტრატეგიული პარტნიორებისგან ვღებულობთ უახლეს შეიარაღებას. სწორედ ეს მიღწევები და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უდევს საფუძვლად ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალ შეფასებებს და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობას და მნიშვნელობას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ განაცხადა, რომ ნატოს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ.

რამდენიმე კვირის წინ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ არ იწვევს ალიანსი საქართველოს ნატოში, ან რატომ არ ანიჭებს წევრობის სამოქმედო გეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად