ბერაია: თუ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება გინებაა, მაშინ ჩათვალეთ რომ შეგინებულია

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, მასსა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების განმარტებისას განაცხადა.

“მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ ოთარ კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასულიყო და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა ამისთვის.

მე ვსაუბრობდი, მქონდა ჯერ კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ მინდოდა შეკითხვა დამესვა, რისი საშუალებაც მან არ მომცა, მიუთითე კორექტულობისკენ, რასაც მოგყვა ინციდენტი.მაშინ როცა მე ვსაუბრობდი, ის ჩაერთო საუბარში და მოვუწოდე კორექტულობისკენა.თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება არის შეგინება, ჩათვალეთ რომ შეგინებულია.“, – განაცხადა ირაკლი ბერაიმ.

ცნობისთვის,  დღეს იურიდულ საკითხთა კომიტეტზე, “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ოთარ კახიძესა და ირაკლი(დაჩი) ბერაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...