ბერაია: “ქართუ ბანკის” რამდენიმე თანამშრომელი რომ დაგვაჯარიმეს, ჩემი ჯარიმა ყველაზე სოლიდური იყო

“ანრი ოხანაშვილისთვის კითხვის დასმამდე პატარა კომენტარი გავაკეთე, რაც რეგლამენტით აკრძალული არ არის”, – ამის შესახე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც “ქართუ ბანკის” თანამშრომლები დააჯარიმეს და აღნიშნა, რომ დაჯარიმებულებს შორის, მისი ჯარიმა ყველაზე სოლიდური იყო.

“მე მესმის საუბარი, თუ სად ვიყავი მანამდე. მე ვიყავი იქ, სადაც ვიყავი 2011 წლიდან, ვარ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი. დაჯარიმებული ვიყავი ნათია მოგელაძის მიერ. “ქართუ ბანკის” რამდენიმე თანამშრომელი დაგვაჯარიმეს მაშინ და ყველაზე დიდი მოცულობა ჩემი ჯარიმის იყო. ვიბრძოდი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქტიურად. შეიძლება არ ვიყავი პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკური მომავლისკენ ნაბიჯების გადამდგმელი პიროვნება, თუმცა ვიბრძოდი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომვლისთვის. ეს მინდა ყველამ იცოდეს”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაია არ თვლის, რომ ის “ქართული ოცნების” ახალი სახეა.

“მე ყოველთვის ვიყავი “ქართული ოცნების” წევრი. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

დეპუტატი ამბობს, რომ ის მოსამართლეების შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპორექტის მხარდამჭერია.

“ამ კანონპორექტის მხადამჭერი ვარ. ავტორი არ ვარ, რადგან იურიდიული განათლება არ მაქვს, თუმცა მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპორექტს განიხილავენ, რომელიც მოსამართლეების შერჩევის საკითხს ეხება.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მისი თანაავტორი ანრი ოხანაშვილი წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად