ბერაია: ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილია უმძიმესი ვითარება

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილია უმძიმესი ვითარება, რაც გამოწვეული არის ოკუპაციის შედეგად დაწესებული უკანონო შეზღუდვებით. ჩვენს მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ეძლევათ გადაადგილების შესაძლებლობა განსაკუთრებით, მკურნალობის მიზნით. ეს არის ის დიდი ფასი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ, ყოველდღიურად იხდიან ოკუპაციის შედეგად“-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად