ბერამ და მისმა მეუღლემ ქორწილში შემოსული თანხა “მზის შვილებს”, “Life Line”-ს და “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”ს გადაურიცხა

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ამიკო ჯანელიძე აქვეყნებს.

“ძვირფასო მეგობრებო,
გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და გაიზიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები.
მადლობე, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში.
გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: “Life Line”, “მზის შვილები” და “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”.
ჩვენ ყველა ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

საუკეთესო სურვილებით, ბერა და ნანუკა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...