ბექა ოდიშარიას კანონპროექტი: ტერმინი “ელჩი” ამოღებულ იქნას კანონიდან

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ საკანონმდებლო ორგანში კანონპროექტი : „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარადგინა.

პროექტის მიხედვით,  საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იქნება შესაძლებელი. ასევე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ტერმინი „ელჩი“ უნდა ამოიღონ კანონიდან.

„კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისათვის, „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტის საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვაში. ასევე, პროექტის თანახმად დაკორექტირდა მე-6 მუხლის ,,ე 8 ’’ და ,,ზ4 ’’ ქვეპუნქტები და ტერმინი ,,ელჩი’’ ამოღებულ იქნა, ვინაიდან ელჩი ისედაც წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს“, – წერია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...