ბექა ოდიშარიამ საკუთარი კანონპროექტი, რომელიც 1 დღის წინ წარადგინა, დღეს უკან გაიწვია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გუშინდელ ბიუროს სხდომაზე წარადგინა, დღეს უკან გაიწვია.

პროექტის მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთის საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იყო შესაძლებელი.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი გადამუშავებას საჭიროებდა.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ საკანონმდებლო ორგანში კანონპროექტი : „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარადგინა.

პროექტის მიხედვით,  საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იქნება შესაძლებელი. ასევე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ტერმინი „ელჩი“ კანონიდან უნდა ამოიღონ.

„კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულისათვის, „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით მინიჭებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტის საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვაში. ასევე, პროექტის თანახმად დაკორექტირდა მე-6 მუხლის ,,ე 8 ’’ და ,,ზ4 ’’ ქვეპუნქტები და ტერმინი ,,ელჩი’’ ამოღებულ იქნა, ვინაიდან ელჩი ისედაც წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს“, – წერია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად