ბექა ოდიშარია: სულ რაღაც სამი თვეა პოლიტიკაში ვარ და უკვე ორი ქარხანა გავხსენით

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია ტელეკომპანია "იბერიასთან" 2017 წლის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება, რომ ეს წელი იქნება ძალიან მაგარი რეალობას შეესაბამება, რადგან პრემიერის განცხადების უკან დგას კოკრეტული მიმართულებები, რასაც მთავრობა განავითარებს. 

"პრემიერ მინისტრი არ საუბრობს მხოლოდ განცხადებებით. მისი განცხადების უკან არის კონკრეტული მიმართულებები რასაც ჩვენ განვავითარებთ, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ 2017 წელი უნდა იყოს ძალიან წარმატებული წელი.

სულ რაღაც სამი თვეა პოლიტიკაში ვარ და უკვე ორი ქარხანა გავხსენით, იგივე "აწარმოე საქართველოთი" ჩვენთან კრწანისის რაიონში ძალიან მაგარი კომბინირებული საკვების ქარხანა და ავეჯის დამამზადებელი ქარხანა", – განაცხადა ოდიშარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად