ბექა ოდიშარია: კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღე, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში.

პარლამენტარის განცხადებით, მან ხმა მისცა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...