ბექა ოდიშარია არ ადასტურებს, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს.

“ყოველთვის ვგულშემატკივრობდი იმას, რომ კულტურის სამინისტრო ყოფილიყო ცალკე და გუნდის შიგნით, როდესაც იყო ხოლმე მსგავის ტიპის დისკუსიები, მხარს ვუჭერდი. რაც შეეხება პერსონალურ საკითხს, ცხადია, არ გიდასტურებთ. ამჟამად, ვარ პოზიციაზე, რომელიც ნამდვილად არ არის მინისტრის რანგზე ნაკლები. ახლა, მთელი გულით და სულით ჩართული ვარ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობაში,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციით, განათლების და კულტურის სამინისტროების  გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია.

უკვე დადასტურებულია, რომ პროცესები თებერვლიდან დაიწყება. ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გადაუგზავნოს.

კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია.

საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად