ბექა ნაცვლიშვილმა პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას.

მისი თქმით ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, ნაცვლიშვილის წარმოდგენილი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ გულისხმობდა თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალ შემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...