ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს იბარებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მისვლას ითხოვს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნამახვანის“ ჰესზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს.

„ან საქმე გვაქვს კორუფციასთან ან მთავრობის უუნარობასა და გულგრილობასთან. ეს მოვლენები „კოვიდის“ გამო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება და ვითარებას მთავრობაც სათავისოდ იყენებს. მთავრობამ უკვე გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო და უჩუმრად „თელასის“ სახელმწიფო წილის 25 პროცენტი გაყიდა. ახლა „ნამახვანის“ ჯერია, რომელსაც ფაქტია, ვიღაც ლობირებს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა და გამოცხადდეს ნათია თურნავა პარლამენტში, რათა პასუხი გაგვცეს და გვითხრას, კომპანია რომ სამუშაოებს აგრძელებს, ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანაში არის კორუფცია“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად