A1 ბანერი

ბექა ნაცვლიშვილი: არავისთან ალიანსში არ შევდივარ

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია “ქართული ოცნება” დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დამოუკიდებლად აპირებს მუშაობას.

“ალიანსში არავისთან არ შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად მხარდაჭერა ექნება ჩემგან, და მეც თუ ისეთ ინიციატივებს დავაყენებ, რომელიც მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა აქ არ იქნება იმის გარჩევა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია.

ეს იყო მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი, მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა. ზოგადად ეფუძნებოდა ერთხელ და სამუდამოდ ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას. თუ ჩვენ სოლიდარობა ერთმანეთთან არ გვექნება, ვერ ჩამოვყალიბდებით, ნებისმიერი რაღაც ინიციატივა, თუ რაღაც კანონპროექტი იქნება ფუჭი, რადგან ის თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს”, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საპენსიო რეფორმაზე ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის დატოვების მიზეზად ეს დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...