ბექა ნაცვლიშვილი: ამ ეტაპზე ჩემს თავს ვერავის გუნდში ვერ მოვიაზრებ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებს, დაატოვებინებენ თუ არა ეკა ბესელიას “ქართულ ოცნებას”.

“ვერ გეტყვით რა მოხდება. ეკა ბესელია “ქართული ოცნების” წევრია, ეს არის შიდაპარტიული საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც გარიცხვის საკითხი დგება, კარგია მსჯელობა გაგრძელდეს… როგორც ვიცი ამ საუბარში გარიცხვა ნახსენები არ იყო.

შეიძლება ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში გარკვეული დამოკიდებულება ჩანდა, მაგრამ პროცესი გვაჩვენებს, როგორ იქნება, გამიჭიდება, მომავალი განვჭვრიტო, როგორი იქნება “ქართული ოცნების” შიდა პარტიული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა “აიპრესთან” ბექა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ბესელიას გუნდი ცალკე გამოიყოფა, მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს ამ გუნდში, ბექა ნაცვლიშვილი პასუხობს:”ამ ეტაპზე ჩემს თავს ვერავის გუნდში ვერ მოვიაზრებ”.

“მე ვერ ვიქნები ვერც ერთ გუნდში, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგუნდად ყოფნისთვის ბევრ საკითხებზე თანხვედრაა საჭირო და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართ დამოკიდებულება. იქნება ეს სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ა.შ. მე ვერ ვხედავ გარკვეული თვალსაზისით ამ შემთხვევაში თუ რაიმე გუნდი შეიქმნება, რადგან ამ საკითხებზე ჩემი და ჩემი კოლეგების განწყობები ვიცი.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სფეროებს, შრომის ურთიერთობიდან დაწყებული, საპენსიო რეფორმით გაგრძელებული, დამთავრებული სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში და განათლების პოლიტიკით, მე ჩემი პოზიციები ამ საკითხებზე ხშირად გამიჟღერებია, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე მხარს დაუჭერს ჩემს პოზიციებს, რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ყველასთან… ამ ეტაპზე მე ჩემს თავს ვერავის გუნდში ვერ მოვიაზრებ”, – განაცხადა “აიპრესთან” ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების საქმეზე და იუსტიციის საბჭოზე განცხადება გაავრცელა. 

ბიძინა ივანიშვილმა იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდმარეზე ეკა ბესელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გუნდისა და გუნდურობის პირნციპის წინააღმდეგ წავიდა. 

ავტორი: თაკო პაატაშვილი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...